ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა. „ჩვენ გადაიარაღების ეპოქაში ვიმყოფებით. ევროპა მზად არის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდოს, როგორც მოკლევადიანი გამოწვევებისთვის საპასუხოდ და უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ევროპის გადაიარაღების“ გეგმის ხუთი პუნქტია აღწერილი: 1. თავდაცვისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოთავისუფლება; 2. ახალი ინსტრუმენტი, რომელიც თავდაცვაში ინვესტირების მიზნით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს; 3. ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლებლობების გამოყენება; 4. დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება; 5. ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება.

მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების მეშვეობით, შესაძლოა, 800 მილიარდი ევროს მობილიზება მოხდეს.

„ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს