პეტრ ფიალა - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას ხაზს უსვამს - დროა, ევროპა სიტყვებიდან მოქმედებაზე მტკიცედ გადავიდეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა უკრაინის დახმარების დაპაუზებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას.

„პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს მოითხოვს გაზრდილ ინვესტიციებს თავდაცვაში. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე ნიშნავს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერებას. რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ყველას გვემუქრება, წარმატების უფლებას ვერ მივცემთ“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ფუნდამენტური საერთაშორისო გამოწვევების გადასაჭრელად სხვებზე დაყრდნობის ეპოქა დასრულდა.

„დროა, ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან მოქმედებაზე“, - დასძინა პეტრ ფიალამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი