დონალდ ტუსკი - უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, ვინც ამ ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აყენებს, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს

სუვერენული, პროდასავლური უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკურ არეულობასა და მზარდ ქაოსში ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს. გასაგებია?“ - წერს ტუსკი.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ეს წინადადება შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს - გადაწყვეტილება მიღებულია ნატო-ელ მოკავშირეებთან ან „რამშტაინის“ ჯგუფთან კონსულტაციების, ან მათი ინფორმირების გარეშე“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი