ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის წერილის გადაცემას ცდილობდნენ, რისი უფლებაც ბადრაგებმა არ მისცეს

წერილობითი კომუნიკაციის საშუალება უნდა გვქონდეს ბრალდებულთან, - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, მაშინ როდესაც ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის წერილის გადაცემას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საბადრაგო სამსახურმა არ მისცა.

ადვოკატებმა აღნიშნულის გამო, სასამართლოს მიმართეს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა, თქვენის ნებართვით დაველაპარაკებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფურცელი, შემდეგ დავიბრუნებთ. ეს არ არის ნივთი, ეს არის მისი წერილობითი პოზიცია, თქვენ ვერ შეგვიზღუდავთ კომუნიკაციას, გადაამოწმეთ ნივთი”, - მიმართეს ადვოკატებმა მოსამართლეს.

თავის მხრივ, მოსამართლემ ადვოკატებს განუცხადა, რომ მხოლოდ გასაუბრება არის შესაძლებელი ბრალდებულთან.

„გაძლევთ შესაძლებლობას გაესაუბროთ ბრალდებულს. თუ მოგცემთ პენიტენციური სამსახური ამის საშუალებას, მე ვერ ჩავერევი”, - აღნიშნა მოსამართლემ.

ცნობისთვის, სასამართლო დარბაზში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს ბრალდებულის ხმა არ ისმის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება