დენის შმიგალი - დარწმუნებული ვარ, აშშ-ს, როგორც მსოფლიო ლიდერის და ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის მხარდაჭერა გაგრძელდება

დარწმუნებული ვარ, აშშ-ს მხარდაჭერა გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

“დღეს, უკრაინას აშშ-თან ურთიერთობის გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს, როგორც მსოფლიო ლიდერის, ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის მხარდაჭერა, რომელიც სამი წლის განმავლობაში გვეხმარება, გაგრძელდება. დღეს უკრაინაში ეს მხარდაჭერა არის და გრძელდება”, - განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა და აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-თან მუშაობას შესაბამისი დიპლომატიური არხებით გააგრძელებს.

“აშშ ჩვენი სტრატეგიული და უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. აშშ-ს მადლობელი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იმ დონეზე გაგრძელდეს, როგორც ეს აქამდე იყო, დიპლომატიურად და მშვიდად. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კონტაქტები ყოველდღე არის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში მშვიდობას ერთად მივაღწევთ”, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი