Reuters - სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის კაფსულები ისროლეს - შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა, ერთმა ინსულტი მიიღო და მისი მდგომარეობა კრიტიკულია

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის კაფსულები ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების მხარდაჭერის ნიშნად სერბმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქვეყნის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს კვამლის ხელყუმბარები ისროლეს და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

პარლამენტის სპიკერმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ პარლამენტში დაპირისპირების შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა, ხოლო ერთ-ერთმა დეპუტატმა, „სერბეთის პროგრესული პარტიიდან“, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი მიიღო და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

„პარლამენტი მუშაობას და სერბეთის დაცვას გააგრძელებს“, - განაცხადა სერბეთის პარლამენტის სპიკერმა.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. საპროტესტო აქციების ფონზე იანვარში თანამდებობა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც დატოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება