აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბევრ ქვეყანას, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს, არც საბრძოლო გამოცდილება აქვს და არც სამხედრო აღჭურვილობა, „რათა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, ბევრ ქვეყანას, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს, არც საბრძოლო გამოცდილება აქვს და არც სამხედრო აღჭურვილობა, რათა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს.

ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა აშშ-ის ეკონომიკური ინტერესია და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში „რომელიღაც შემთხვევით შერჩეული ქვეყნის“ მონაწილეობა საკმარისი არ იქნება.

„ეს უსაფრთხოების ბევრად უკეთეს გარანტიას წარმოადგენს, ვიდრე 20 000 ჯარისკაცი რომელიღაც შემთხვევით შერჩეული ქვეყნიდან, რომელსაც 30 ან 40 წელია ომში მონაწილეობა არ მიუღია“, - განაცხადა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ჩრდილოვანი მდივანი, ჯეიმს კარტლიჯი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ასეთი სამსახურისა და ასეთი მსხვერპლის იგნორირება ღრმა უპატივცემულობას წარმოადგენს“.

თავის მხრივ, ჯეი დი ვენსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ინტერვიუს დროს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არც კი უხსენებია.

„მე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არც კი მიხსენებია, რომლებიც ბოლო 20 და უფრო დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს გვერდით მამაცურად იბრძვიან. მაგრამ მოდით პირდაპირები ვიყოთ: ბევრ ქვეყანას, რომელიც საკუთარი ნებით გამოხატავს მხარდაჭერას (პირისპირ და საჯაროდ), არც საბრძოლო გამოცდილება აქვს და არც სამხედრო აღჭურვილობა, რათა რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს“, - წერს ვენსი X-ზე.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებაზე იმუშავებენ, რომელსაც შემდეგ აშშ-ს წარუდგენენ. ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე მომუშავე ქვეყნების კოალიცია შეიქმნება, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში შეიძლება ჯარები გაგზავნონ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი