„შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სმენის მსოფლიო დღეს  კვირეულით უერთდება

"სმენის მსოფლიო დღე’’ გლობალური კამპანიაა, რომელიც სმენის დაცვასა და სმენის დაქვეითების პრევენციას ეძღვნება. კამპანიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საინფორმაციო კვირეულით უერთდება, რომლის სლოგანიცაა: „შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ მიზანი კი სმენის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სმენის პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

კვირეულის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებას სთავაზობს საგანმანათლებლო და განმარტებითი შინაარსის ვიდეო/აუდიო მასალას, რომელიც მთელი კვირის განმალობაში (3-7 მარტი) ეტაპობრივად განთავსდება თსსუ-ის ფბ და ინსტაგრამ ვერდებზე (https://www.facebook.com/tsmu.tbilisistatemedicaluniversity) (https://www.instagram.com/tsmu_edu?igsh=M2I4c2Y5ZGM5aDI1)

ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალა პასუხს სცემს ყველაზე აქტუალურ კითხვებს:

🔹 რა იწვევს სმენის დაქვეითებას? 🔹 როგორ ამოვიცნოთ სმენის პრობლემები? 🔹 როდის მივმართოთ ექიმს? 🔹 როგორ დავიცვათ ყურის ჰიგიენა? 🔹 როგორია ხმაურის გავლენა სმენაზე?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს მთელ მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან, 60%-ის თავიდან აიცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობით.

ხმაურის მაღალი დონე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ახალგაზრდებში სმენის პრობლემების განვითარებას უწყობს ხელს.

შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება