მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი - ორჯერ ვცადეთ ბრალდებულის გამოკითხვა, თუმცა უარი განაცხადა, აღელვებული ვარო - მეორე მხარე ცდილობს საზოგადოებაში ისეთი განწყობა შექმნას, თითქოს, საქმის გამოძიება ზედაპირულად მოხდა

პროკურორ, თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ სამჯერ სცადა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გამოკითხვა, რაზეც ამაღლობელმა სამივეჯერ უარი განაცხადა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაცვის მხარე ცდილობს საზოგადოებაში ისეთი განწყობა შექმნას, თითქოს, საქმის გამოძიება ზედაპირულად მოხდა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარემ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულებები და დოკუმენტები.

„მინდა პასუხი გავცე კითხვებს გამოძიებასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდების მხარემ გამოძიება ზედაპირულად ჩაატარა, არ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით რა ამოძრავებდა ბრალდებულს და ა.შ. ჩვენ ორჯერ ვცადეთ ბრალდებულის გამოკითხვა. პირველი ორი ადვოკატის მონაწილეობით, მაშინ, როდესაც ბრალდებულის დაკავება მოხდა, თუმცა უარი განაცხადა, აღელვებული ვარო, გასაგებია ეს მოცემულობა ჩემთვის. მეორე შემთხვევა, დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამ შემთხვევაშიც უარი განაცხადა, აღნიშნა, რომ დუმილის უფლებას იყენებდა. ეს გასაგებიც არის, რადგან ისეთ მდგომარეობაში იყო ადამიანი და გასაგებია მის ეს პოზიცია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მეორე მხარე ცდილობს საზოგადოებაში ისეთი განწყობა შექმნას, თითქოს, ამ საქმის გამოძიება ზედაპირულად მოხდა. დაცვამ გააკეთა ბრალდების მხარის გასაკეთებელი.

ბრალდების მხარემ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულებები და დოკუმენტები. რა მოხდა მანამდე, როგორ მოხდა მზია ამაღლობელის დაკავება.

მზია ამაღლობელი გარკვეული დროის განმავლობაში შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა რაიმე სახის საპროცესო მოქმედება ჩაგვეტარებინა და გამოგვეკითხა. ჩვენ ნამდვილად ვაპირებდით გამოძიების მიმდინარეობისას მომხდარიყო მისი გამოკითხვა. ეს იყო მესამე მიზეზი რის გამოც ვერ მოხერხდა ამაღლობელის გამოკითხვა“, - განაცხადა პროკურორმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი