პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის გათვალისწინებით, შემოღებული იქნება ახალი ცნება - სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, განიხილა და მიიღო პროექტი, რომლის გათვალისწინებით, შემოღებული იქნება ახალი ცნება - სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, რომელიც მოიცავს ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.

აღნიშნულ სუბიექტზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნორმები გავრცელდება.

ამასთან, “საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომელიც გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნას ითვალისწინებს.

“ცვლილების შედეგად, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების დანიშვნა შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იქნება, რომლის მმართველობის სფეროშიც ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შედის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ამავე ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა კომპენსაცია - 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება