პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. დამტკიცებული პროექტით, იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამკვირვებელი ემატება.

ამავე ცვლილებების ფარგლებში ადგილობრივ დამკვირვებელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი კრიტერიუმები დგინდება.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება. “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება.

იცვლება საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესიც. ჯერ მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიიღეს, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვეს. თუ ამის შემდეგ გაუნაწილებელი მანდატი კიდევ რჩება, თითო მანდატი თანამიმდევრობით იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ.

საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით კი, გაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, მას თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

ამავე პროექტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციასაც მიიღებენ - პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს დაენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.

ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი