ვოლოდიმირ ზელენსკი - მე და ჩემი გუნდი მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს - შეხვედრა თეთრ სახლში ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო, დასანანია, გამოსწორების დროა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ „წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო“ და „გამოსწორების დროა“.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს სამომავლო თანამშრომლობისას კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და არავის სურს უსასრულო ომი. უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი მზაობას გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის „ძლიერი ლიდერობის“ ქვეშ იმუშაოს გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

ზელენსკი ომის დასრულების კონტექსტში პირველ ეტაპზე მის მოთხოვნებს ასახელებს, კერძოდ, მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება - აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე - და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, რუსეთის მხრიდანაც იმავეს გაკეთების პირობით.

ზელენსკი ხაზს უსვამს მის მადლიერებას აშშ-ის დახმარების მიმართ, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და აღნიშნავს, მომენტს, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა „ჯაველინები“ გადასცა, რისთვისაც მადლობას იხდის.

ზელენსკის განცხადებაში ასევე იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებითაც არის საუბრია და ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას "ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში". შეთანხმებას ზელენსკი განიხილავს ნაბიჯად "დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ".

“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო უკრაინის მშვიდობისკენ მისწრაფება.

ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვოს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს.

მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად, და პირველი ეტაპები შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება - აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე - და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ამის შემდეგ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდგომი ეტაპი და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერ საბოლოო შეთანხმებაზე.

ნამდვილად ვაფასებთ რამდენი გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და გვახსოვს მომენტი, როდესაც რაღაცები შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას Javelin-ები გადასცა. მადლობელი ვართ ამისთვის.

ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. დასანანია, რომ ასე მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს.

იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, - წერს ზელენსკი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან