ჯასტინ ტრუდო - აშშ-მა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ, ამავდროულად შემწყნარებლები არიან პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ, სცადეთ აზრის გამოტანა - საპასუხო ტარიფებს შემოვიღებთ

კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრუდოს თქმით, კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე, რომლის იმპორტირებასაც ქვეყანა აშშ-დან ახდენს. ტრუდოს თქმით, აშშ-ის მხრიდან კანადის წინააღმდეგ შემოღებულ 25%-იან ტარიფებს, რომლებიც 4 მარტს შევიდა ძალაში, “აბსოლუტურად არანაირი გამართლება ან საჭიროება” არ ჰქონდა.

“შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი რუსეთთან პოზიტიურად მუშაობაზე ლაპარაკობენ, შემწყნარებლები არიან ვლადიმირ პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ. სცადეთ აქედან აზრის გამოტანა”,- განაცხადა ტრუდომ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე - 21 დღეში.

“კანადელები პასუხისმგებელი ხალხია, და ზრდილობიანები ვართ. მაგრამ ბრძოლიდან უკან არ დავიხევთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის - და მასში ყველას კეთილდღეობა - სასწორზეა”, - განაცხადა ტრუდომ.

მისი თქმით, “ჩვენი ტარიფები არ გაიწვევა მანამ, სანამ შეერთებული შტატების ტარიფები არ იქნება გაწვეული და არც ერთი წამით ადრე”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება