შსს - ნინოშვილის ქუჩაზე ორმა პირმა საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადა გაქცევა და პოლიციის თანამშრომლებს ავტომობილით შეეჯახა, პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა - დაკავებულია ორი პირი

ნინოშვილის ქუჩაზე, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებისას ორი პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის ორ თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი