მედია - არაბული ქვეყნების ლიდერებმა ღაზას რეკონსტრუქციის 53 მილიარდიანი გეგმა მიიღეს, რომელიც დონალდ ტრამპის იდეის ალტერნატივას წარმოადგენს

არაბული ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ღაზას სექტორის პალესტინის ხელისუფლების მომავალი ადმინისტრაციის პირობებში აღდგენას მოსახლეობის გადაადგილების გარეშე, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გეგმა არის არაბული ქვეყნების ლიდერების მცდელობა, წარმოედგინათ დონალდ ტრამპის იდეის ალტერნატივა ღაზას სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით.

წინადადება, რომელიც კაიროში, არაბული ქვეყნების ლიგის სამიტზე წარადგინეს, ფოკუსირებულია გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფაზე, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე.

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეკონსტრუქციის გეგმა უზრუნველყოფს პალესტინელების საკუთარ მიწაზე დარჩენას.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის გეგმა არ ასახავს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ არსებულ ვითარებას და რომ მასში არ არის ნახსენები თავდასხმის დროს ისრაელელების მკვლელობა და გატაცება და არც „ჰამასის“ კრიტიკა.

„ჰამასმა“ კი გეგმის წარმატების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებები მოითხოვა და სამიტს არაბული და ისლამური მხარდაჭერის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზადაა გეგმასთან დაკავშირებით სრული თანამშრომლობისთვის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია