მედია - დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაღესტნის რესპუბლიკაში 5 მარტის ღამეს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ოთხი ბანდიტის განეიტრალება მოხდა, რომლებიც ქალაქ კასპიისკში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ადმინისტრაციის ობიექტზე ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ“, - ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, სპეცოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები უწევდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს