თბილისის მერია, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“, რომლის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას ვიწყებთ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე. განცხადებების იღება დაიწყება 5 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 ათასამდე სტუდენტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებზე. ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც სჭირდებათ ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს