„საქართველოს ბანკმა“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA 2025-ის ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკი“ მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს გაცემის რიგით მეექვსე ცერემონიაზე დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე, სადაც კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოვლინდა, საქართველოს ბანკმა ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო. აღსანიშნავია, რომ BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისთვის კომპანიების წახალისებას, კონკურენციის ხელშეწყობასა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ბანკმა მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერული პოზიცია დაიკავა. კერძოდ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა მიიღო მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის. საქართველოს ბანკში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენი მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო პროექტები, რომელთაც რეგულარულად ვახორციელებთ, გარემოს დაცვას, ბიზნესების მდგრადობას, მწვანე დაფინანსების ზრდას ემსახურება. აღნიშნული ჯილდო კი ხაზს უსვამს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას პასუხისმგებლიანი ანგარიშგების მიმართულებით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება