ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი გახდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებლად დავით ხაბეიშვილი წარადგინა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დავით ხაბეიშვილი წლების განმავლობაში ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ისნის რაიონის ახალი გამგებელი, დავით ხაბეიშვილი, რომელიც მერიის უწყებაში წლებია მუშაობს, ის წლების განმავლობაში გამგებლის მოადგილე გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის გამგებლის თანამდებობაზე წარმატებული იქნება. ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ის პრობლემები, რომელიც არსებობს, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მათ დაძლევას. დავით მინდა წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და კარგ საქმეს გავაკეთებთ ისნის რაიონში მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს