ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლები ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებს ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან შეხვედრები ჰქონდათ.

როგორც გეგელია სოციალურ ქსელში წერს, ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხის გვერდით.

„საქართველოს დემოკრატიული ძალების ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ლატვიაში. გვქონდა შეხვედრები ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან. მივიღეთ მონაწილეობა ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) მიერ მოწყობილ დისკუსიაში საქართველოს თაობაზე.

ლატვიელები ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან, ვისაც უზომოდ უყვართ საქართველო და ესმით ჩვენი ისტორიული დილემები. ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის გვერდით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ყველა გამოწვევას!”, - წერს გეგელია სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება