Reuters - ამერიკული კომპანია BlackRock პანამის არხის გარშემო მდებარე ორ პორტს შეიძენს

ამერიკული კომპანია BlackRock პანამის არხის გარშემო მდებარე ორ პორტს შეიძენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ამერიკულმა ბიზნეს კონსორციუმმა, რომელსაც საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი ხელმძღვანელობს, ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კონგლომერატ CK Hutchison-თან შეთანხმებას მიაღწია, რომლის ფარგლებშიც ამერიკული მხარე 22,8 მილიარდი დოლარის ღირებულების საპორტო ბიზნესს შეიძენს.

„ჩემი ადმინისტრაცია პანამის არხს დაიბრუნებს და ჩვენ ამის გაკეთება უკვე დავიწყეთ. დღეს მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ პანამის არხის გარშემო ორ პორტს ყიდულობს და კიდევ უამრავ სხვა რამეს, რაც პანამის არხს უკავშირდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

შეთანხმების თანახმად, ამერიკული ბიზნეს კონსორციუმი Panama Ports Company-ის აქციების 90%-ს მიიღებს, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პანამის არხის გარშემო ორ პორტს, ბალბოასა და კრისტობალის პორტებს ფლობს და მართავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი