ვასო ფხაკაძე ონისე ცხადაძის საქმეზე - მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით იყო ოპტიმისტი - არ მგონია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალოს

მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი - არ მგონია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალოს, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის საქმესთან დაკავშირებით, იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი იქნება იგივენაირად, სანამ არ შეიცვლება სისტემა.

„მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი. სუბიექტურად მივუდგები და ვიტყვი, რომ არ არის კარგი, მაგრამ რეალისტი ვარ და არ მგონია, რომ [მოსამართლემ] გადაწყვეტილება შეცვალოს.

ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო მართული. ისევ ის ხალხია, მოსამართლეებიდან დაწყებული პროკურორებით დამთავრებული, რა შეიცვლება? იგივე იქნება ყველაფერი, სანამ არ შეიცვლება სისტემა!“, - განაცხადა ვასო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 10 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება