ანდრო ჭიჭინაძის მამა სტრასბურგის სასამართლოზე - მოლოდინი მაქვს, სამართალი იქ თავის გზას ნახავს - ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად ერთმანეთი სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზე საუბარი?!

მოლოდინი მაქვს, სამართალი იქ {სტრასბურგის სასამართლოში} თავის გზას ნახავს, -ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად ერთმანეთი პირველ სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზე საუბარი?! - ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე ანდრო ჭიჭინაძის საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალიან არაპროგნოზირებადია დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეები და პროკურორები რას იტყვიან.

„რას მოითხოვენ კაცმა არ იცის. დასკვნებს ვერ გამოიტან რომ რაიმე შეიცვალოს.

მოლოდინი მაქვს, რომ სამართალი იქ თავისას გზას ნახავს, სწორად შეაფასებენ რასაც ნახავენ საბუთებში, იმ დასკვნას გამოიტანენ, რაც საჭიროა ამ საქმეში.

ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად ერთმანეთი პირველ სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზე საუბარი?!“ - აღნიშნა ოთარ ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება