კახა კალაძე - არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა - გამოძიება ყველაფერს დაადგენს

არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან „ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა“.

კალაძის განმარტებით, ის თემას არ იცნობს, თუმცა გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას. შესაბამისად, ალბათ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა. შესაბამისად, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს