დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს, ეს მნიშვნელოვანია

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს, ეს მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

„ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს და ეს, ჩემი აზრით, მისი გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ არქტიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დანიასა და გრენლანდიას აშშ-თან საერთო ინტერესები აქვთ.

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დაფუძნებული იქნება იმ ფაქტზე, რომ ჩვენ დანიის სამეფოს წარმოვადგენთ“, - აღნიშნა ლარს ლოკე რასმუსენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ გრენლანდიელი ხალხის უფლებას, თავიანთი მომავალი განსაზღვრონ, მხარს უჭერს.

„მაქვს მესიჯი არაჩვეულებრივი გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვცადოთ მისი მიღება. მაგრამ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მივიღებთ - ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება