ირაკლი ქადაგიშვილი - ბალტიისპირეთის ქვეყნების მოტივი არის ერთადერთი - შესაძლო რუსული აგრესია, რამენაირად, არ წავიდეს მათი მიმართულებით და ის გადმოწეული იყოს კავკასიის, საქართველოსკენ - სანქციებს ფასი არ აქვს

ბალტიისპირეთის ქვეყნების მოტივი არის ერთადერთი - რამენაირად, შესაძლო რუსული აგრესია არ წავიდეს მათი მიმართულებით და რუსული აგრესიის ძალა, ვექტორი გადმოწეული იყოს კავკასიის, საქართველოს მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები „მაქსიმალურად იყვნენ სხვადასხვა დროს ჩართული საქართველოში იმგვარი პოლიტიკის გატარებაში, რაც ხელისუფლებაში მოიყვანდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2008 წლის ისტორიას ხელმეორედ გაიმეორებდა“.

გარდა ამისა, ის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სანქციებს ფასი არ ექნება.

„ფასი აქვს სამართლიანობას. უსამართლობას, რაც არ უნდა მძიმე და ბრუტალური იყოს, არ აქვს ფასი. როცა ასეთ მავნე პოლიტიკას ეწევი, რა თქმა უნდა, ასეთ სანქციებს არანაირი ფასი არ აქვს. ამას ქართული საზოგადოება, საბოლოო ჯამში, ხედავს. ხალხს ბევრ რამეზე თვალი აეხილა ამ ორმაგი, სამმაგი და ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე,“ - განაცხადეს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.

მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს