გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ არც ამერიკელები ვართ და არც დანიელები, ჩვენ გრენლანდიელები ვართ

ჩვენ არც ამერიკელები ვართ და არც დანიელები, ჩვენ გრენლანდიელები ვართ, - ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ ამერიკელები, ჩვენ არ ვართ დანიელები, რადგან ჩვენ გრენლანდიელები ვართ. ეს არის ის, რაც ამერიკელებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გაიგონ, - განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

ეგედემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

„ქვეყნის მომავალს ჩვენს ქვეყანაში თავად განვსაზღვრავთ“, - აღნიშნა ეგედემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„მაქვს მესიჯი არაჩვეულებრივი გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვცადოთ მისი მიღება. მაგრამ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მივიღებთ - ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება