„ალდაგი” BENE experience-ის პარტნიორია

„ალდაგი” ბიზნესის მხარდაჭერით „ბენე ექსკლუზივის” ახალი ინოვაციური პროდუქტის BENE EXPERIENCE-ის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, Bene Experience არის BENE-ს სრულიად ახალი კონცეფციის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პრემიალურ, უნიკალურ და მრავალფეროვან გამოცდილებებს, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული მიმართულებით.

„Bene Experience საქართველოში მოქმედ სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებს საკუთარი მომხმარებლებისთვის სთავაზობს ავტომობილებით მომსახურებას სხვადასხვა ტურისტული აქტივობებისთვის, როგორებიცაა ექსკლუზიური გასტრო ტურები, შოპინგ თუ საინვესტიციო ტურები, სპორტული და ექსტრემალურ აქტივობები, ვერტმფრენითა თუ იახტით გასეირნება, და ა.შ. bene experience ქმნის უნიკალურ ტურისტულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის. ბენეს ყველა ავტომობილი დაზღვეულია ალდაგში”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის განმარტებით, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ახალ ინიციატივებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე.

„ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალ ინიციატივებს, რომელიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებს და მათ განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩავერთოთ ისეთ პროექტის განხორციელებაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივწვდეთ, ჩვენს აუდიტორიას და მათ უნიკალური გამოცდილება შევძინოთ”, - აცხადებენ „ალდაგში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი