საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ჯარიმების მოცულობას საზედამხედველო კაპიტალის 1%-მდე ზრდის

საქართველოს კომერციული ბანკების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შევიდა.

„ცვლილების მიხედვით, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-იდან გაიზარდა 1%-მდე. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა დარღვევის სერიოზულობის, ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალისა ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე მოხდება.

ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის-ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს განვითარებულ და წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ და აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. ამავე პრაქტიკის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად. საქართველოს საბანკო სექტორი კი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცალკეული დარღვევებისათვის მარეგულირებელი ჩარჩოთი გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკისა და გამოყენებული ფულადი ჯარიმების საშუალო ოდენობის ანალიზი ცხადყოფს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი ჯარიმების როგორც ფიქსირებული, ისე შესაძლო მაქსიმალური ოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება