Financial Times - აშშ-მა კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს დაუდასტურა, რომ ვაშინგტონმა კიევთან სადაზვერვო საინფორმაციო არხები „გაყინა“.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ აშშ რუსეთისა და უკრაინის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას მის უახლოეს მოკავშირეებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, კვლავ უზიარებს.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი