ადვოკატი - ბრალში მითითებულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო და  სომხეთის გამშვები პუნქტი საზღვრის გვერდის ავლით გადალახა, მეტი დეტალი მითითებული არაა - ინტერპოლი რამდენად გამოაცხადებს ძებნას, ეს სხვა საკითხია

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, ბაჩიაშვილმა საქართველო-სომხეთის გამშვები პუნქტი საზღვრის გვერდის ავლით დატოვა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სომხეთის საზღვარი კი საქართველოში არაიდენტიფიცირებული პასპორტით გადაკვეთა.

კითხვაზე, თუ სად იმყოფება ახლა ბაჩიაშვილი, ადვოკატი პასუხობს, რომ „ამით არც კი დავინტერესებულვარ, ეს კითხვა არც დამისვამს“.

„საქმის მასალები გადმომცეს, ბრალში მითითებულია, რომ მან საქართველო და სომხეთის გამშვები პუნქტი საზღვრის გვერდის ავლით გადალახა, მეტი დეტალი მითითებული არ არის, შესაბამისად, ეს კითხვები მექნება პროკურორთან. საქმეში ერთადერთი ჩანაწერია, ბაჩიაშვილის გუშინდელი ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან. ინფორმაცია გამოთხოვილი აქვთ, რომ სომხეთი გადაკვეთა შემდეგ სხვა პასპორტით, რომელიც საქართველოში იდენტიფიცირებული არ იყო. ყალბ პასპორტზე არაა საუბარი, საუბარია სხვა პასპორტზე. დაპატიმრებას ითხოვენ, როგორც წესი, სტანდარტული პროცედურაა. ეს დაპატიმრებაც იმისთვის სჭირდებათ, რომ შემდეგ მოითხოვონ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება, თუმცა, ინტერპოლი რამდენად გამოაცხადებს ძებნას, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ამისთვისაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს",- განაცხადა მახარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება