გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის, მცხეთისა და თიანეთის რაიონებს მოიცავს.

“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 მარტს 03:00-იდან 04:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, ქვემო და ზემო ლისი, თხინვალა, ხოლო 11:30-იდან 13:30 საათამდე - აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი.

11:00-იდან 16:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, ძებნიაურები. 12:00-იდან 15:00 საათამდე - მომხმარებლებს თიანეთში ლაშარის , 26 მაისის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, მ. გელოვანის, გოგებაშვილის, 300 არაგველის, ჟალეთის, მცხეთის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ნამორაძის, წერეთლის, ჯანგირაშვილის, გრემის, არტნის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-იდან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება მომხმარებლების ნაწილს ავჭალის მასივში, სოფელი გლდანში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება