დიმიტრი მედვედევი - ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ კიევის ლიდერისგან გზავნილი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება - მტრისთვის მაქსიმალური მარცხის მიყენება მთავარ ამოცანად რჩება

მტრისთვის „მაქსიმალური მარცხის“ მიყენება ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. რუსეთი წინ მიიწევს. მტერი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს და ჯერ არ დამარცხებულა. ბანდერას რეჟიმისთვის და პირადად მისი ლიდერისთვის ომის შეჩერება ხომ გარდაუვალ დასასრულს ნიშნავს. ამიტომ, მტრისთვის „ადგილზე“ მაქსიმალური მარცხის მიყენება დღეს ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება“, - წერს მედვედევი.

მისი თქმით, აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააგრძელებს.

„კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ მან კიევის ლიდერისგან გზავნილი მიიღო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნისა და მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება“, - აღნიშნავს მედვედევი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი