ირაკლი კობახიძე ISFED-ზე - მგონია, რომ არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით (ISFED) არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებითაც უნდა დაინტერესდეს.

როგორც კობახიძემ მედიას განუცხადა, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, შესაბამისად, რა თქმა უნდა პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მეტიც არა მხოლოდ 2024 წლით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე - ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე. იმავეს აკეთებდა ეს კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან, აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი" აღარ გამოაქვეყნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. ყველაფერი დევს ხელის გულზე. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არ გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მეტიც, მე მგონია, რომ არამხოლოდ 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პირველ რიგში, იქ მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის