ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციური პარტიები მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, განწირული არიან ძალიან მძიმე მარცხისთვის - ჩვენ ვაპირებთ მერის და საკრებულოს არჩევნებში მოგებას 64-ვე მუნიციპალიტეტში

რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ პარლამენტში არშესვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში.

„მე მგონია, რომ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ რეიტინგებს, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმდენად დააზიანეს საკუთარი თავი, უფრო სწორად, მათ კი არ დააზიანეს საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები, მათმა პატრონებმა, დამკვეთებმა დააზიანეს მათი ინტერესები. ისეთ დაკვეთებს იღებდნენ გარედან, რომ ამით მათ მიიღეს გამოუსწორებელი ზიანი. შესაბამისად, დღეს ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, პრინციპში, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება. თუ პარლამენტში არ შემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით შეიძლება თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის საბოლოო ჯამში მათი გადასაწყვეტი. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას", - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა