მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები - ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედებაა

ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ დიდი ხანია აქვს კომუნიკაცია საკითხზე ამერიკულ მხარესთან, თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ „მიტაცებული ხელისუფლების პირობებში“ საკითხის დადებითად გადაწყვეტა შეუძლებელია.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ "ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ღალატის ტოლფასი" ქმედებაა.

“აშშ-ის სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის მონიტორინგისა და წინააღმდეგობის გაწევას, რასაც კანონმდებლები უწოდებენ პირდაპირ საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის.

ამასობაში, “ქართული ოცნება” ანაკლიას ჩინელებს აძლევს.

ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება.

გვაქვს შანსი გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, სადაც ასეულ მილიარდიანი საქონელბრუნვაა შესაძლებელი.

არის თუ არა ანაკლია და საქართველო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესში? - დიახ, არის!

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გაძლიერებული ინტერესი ბუნებრივი რესურსების და ნედლეულის მიმართ, ანაკლიას უფრო მიმზიდველს ხდის. მოგეხსენებათ, ნედლეულით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე უმოკლესი გზა საქართველოზე გადის.

ჩვენ, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან, თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული ხელისუფლების პირობებში ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა შეუძლებელია.

ქვეყნის უსაფრთხოება და მისი გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობა ყველა ჩვენგანის ვალია.

ასეთი შესაძლებლობების ფანჯარას დროული გამოყენება სჭირდება.

ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედებაა!“, - წერს ხაზარაძე.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში