ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილი მუშაობს საერთო დოკუმენტზე, რომელიც საზოგადოებას წარედგინება, ერთობა აქ უნდა დაფიქსირდეს

რაზეც, ახლა, სალომე ზურაბიშვილი მუშაობს, იქნება ის საერთო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება, იმიტომ, რომ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მთავარი ხელმომწერი უნდა იყვნენ სწორედ საქართველოს მოქალაქეები, ერთობა აქ უნდა დაფიქსირდეს, - ამის შესახებ მართლმსაჯულების სახლის თავმჯდომარემ, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბესელიას თქმით, დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მოხდეს, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვალოს.

“შორს ვარ აზრისგან, რომ ახლა, რაიმე პლატფორმა თუ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და ა.შ. იყოს გადამწყვეტი პროცესში. ეს ყველაფერი, უფრო მეტად მგონია, ფორმები პოლიტიკური ჯგუფებისთვის - ვიღაცას მიაჩნია, რომ უნდა დაარქვას სახელი რაღაცა ტიპის ერთობას.

გადამწყვეტი არის ძალების მოკრება იმგვარად, რომ ყველა გაერთიანდეს საერთო მიზნის ირგვლივ, როგორიც არის ახალი არჩევნები, ჯგუფის ჩამოშორება კრიმინალური სისტემიდან, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება - ამისთვის მთლიანად მოქალაქეების გაერთიანება, განურჩევლად იმისა, ვის ვინ მოსწონს, ამ ძალისხმევის ერთობით შედეგის დადგომა. რა სახელი დაერქმევა შიგნით რომელიმე პლატფორმას, ყველაფერი, ამ ეტაპზე, არის პირობითი.

ახლა სალომე ზურაბიშვილი რაზეც მუშაობს და, პრაქტიკულად, ეს სამუშაო პროცესი დასრულებულია, დარჩა მხოლოდ დეკლარაციული ნაწილი და ამას დაგეგმავს მალე, ეს არის საარჩევნო დოკუმენტის ირგვლივ, იმ პრინციპების ირგვლივ გაერთიანება ყველასი, სადაც სწორედ ამაზეა საუბარი - როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს, როგორც ერთ სურათში. აქ საუბარია, არჩევნებამდე როგორი პირობებით უნდა მივიდეთ, რაზე შეიძლება დათანხმდეს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, საქართველოს მოქალაქეები, რა პირობებით უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მოხდეს.

ორი სცენარია - ერთი, როდესაც პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში მხარეები არჩევნების დანიშვნაზე თანხმდებიან და რომ დაინიშნება, რა წესით ჩატარდება. აქ საჭიროა შეთანხმება, მაგრამ შეთანხმებისთვის, აუცილებელია, მეორე მხარე, სადაც დგანან მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, პრეზიდენტი და ა.შ. რა პირობებია ის, რომლის ქვემოთ, უბრალოდ, ვერ ჩამოვლენ. მეორე ვერსიაა, როდესაც პოლიტიკური შეთანხმება არ ხდება, ისეთი ვითარება იქმნება, რომ არჩევნები მაინც დაინიშნება და ეს არის უკვე სრული კოლაფსი - ეს უკვე “ქართული ოცნების” არჩევანია.

რაზეც ახლა სალომე ზურაბიშვილი მუშაობს, ეს იქნება ის საერთო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება, იმიტომ, რომ მთავარი ხელმომწერი ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის უნდა იყვნენ სწორედ საქართველოს მოქალაქეები, ერთობა აქ უნდა დაფიქსირდეს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე