„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” - საქართველოს ოფიციალური პირების მიერ მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ

საქართველოს ოფიციალური პირების მიერ მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” (CPJ) ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ CPJ-ი გმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას გააგრძელოს მედია მენეჯერის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი და მისი პატიმრობაში დატოვება.

“საქართველოს ოფიციალური პირების მიერ მედია მენეჯერის მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და ჟურნალისტებზე სასტიკი საპოლიციო თავდასხმებისთვის გაშმაგებული დაუსჯელობის ფონზე კიდევ უფრო გამაღიზიანებელია. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ამაღლობელი”, - განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზრის პროგრამის კოორდინატორმა გულნოზა საიდმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება