დონალდ ტრამპი „ჰამასს“ - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია - ეს არის ბოლო გაფრთხილება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას" უგზავნის და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„შალომ ჰამას“ ნიშნავს გამარჯობა და ნახვამდის - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა, დაუყოვნებლივ და არა მოგვიანებით, დააბრუნეთ თქვენს მიერ დახოცილი ადამიანების ცხედარი, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია. ცხედრებს მხოლოდ ავადმყოფი და გაუკუღმართებული ადამიანები ინახავენ, ​​თქვენ კი ავადმყოფები და გაუკუღმართებულები ხართ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელს ყველაფერს უგზავნის, რაც საჭიროა საქმის ბოლომდე მისაყვანად და რომ „ჰამასის“ არცერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ დაჯგუფება ისე არ მოიქცევა, როგორც ის ამბობს.

„ისრაელს ვუგზავნი ყველაფერს, რაც საჭიროა სამუშაოს დასასრულებლად, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ მოიქცევით ისე, როგორც მე ვამბობ. ახლახან შევხვდი თქვენს ყოფილ მძევლებს, რომელთა სიცოცხლეც თქვენ გაანადგურეთ. ეს თქვენს მიმართ ბოლო გაფრთხილებაა!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი „ჰამასის“ ხელმძღვანელობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს და ასევე ანკლავის მოსახლეობას მიმართავს.

„ღაზას მოსახლეობას: მშვენიერი მომავალი გელით, მაგრამ თუ მძევლები გეყოლებათ, მკვდარი ხართ! მიიღეთ ჭკვიანური გადაწყვეტილება. გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთის გადახდა მოგიწევთ!" - წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი