ჯო უილსონი - ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, არალეგიტიმური ბიძინა კი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს

ივანიშვილის „ქართული ოცნების“ რეჟიმმა გააუქმა ამერიკული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები.

„ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, ხოლო არალეგიტიმური ბიძინა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები“, - წერს უილსონი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება