ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტს დაესწრება და მარკ რუტეს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების რიგგარეშე სამიტში მიიღებს მონაწილეობას და არაერთ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ზელენსკის ვიზიტი ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერთან შეხვედრით დაიწყება.

ამის შემდეგ მედიისთვის განცხადებების გაკეთება იგეგმება. ამის შემდეგ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

შეხვედრების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და ავსტრიის ახალ კანცლერს, კრისტიან შტოკერს შორის, აუდიენცია ბელგიის მეფე ფილიპთან და შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი