„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 56-ე სესიაში მონაწილეობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უწყების აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 56-ე სესიას ესწრება, რომელიც ნიუ-იორკში, აშშ-ში იმართება. წლიურ შეხვედრაში გაერო-ს წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„საქსტატის“ ცნობით, გაერო-ს სტატისტიკის კომისია უმაღლესი დონის სამთავრობათაშორისო ფორმატს და სტატისტიკური საქმიანობების შესახებ საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს, რომელიც გაერო-ს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) ზედამხედველობს.

„ვიზიტის ფარგლებში, გოგიტა თოდრაძე კომისიის წევრებს მოხსენებით მიმართავს და მონაწილეობას სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში მიიღებს. ის დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სტატისტიკის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაეთმობა. ამასთან, ის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს, დასახავს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს.

სესიის პარალელურად „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან ოფიციალური შეხვედრებიც. შეხვედრებზე როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება. ეს საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვისა და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება