ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის ომზე - კიდევ რამდენი მშობელი უნდა დარჩეს შვილის გარეშე და რამდენი შვილი მამის გარეშე?

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის კომენტარს ეხმაურება, რომლის თქმითაც თუ რუსეთ-უკრაინის ომი ახლა გარკვეული სახის გაყინული კონფლიქტით დასრულდება, ეს რუსეთს დაბრუნების საშუალებას მისცემს.

„მათ სურთ მარადიული ომი. კიდევ რამდენი მშობელი უნდა დარჩეს შვილის გარეშე? კიდევ რამდენი შვილი მამის გარეშე? მათი ლოგიკით, ეს არასდროს მთავრდება“, - წერს მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მასკი აზიარებს ვიდეოს, სადაც დანიის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი და პუტინი არა მხოლოდ უკრაინას უქმნიან საფრთხეს, არამედ მთელ ევროპას.

„არ ვფიქრობ, რომ პანიკაში უნდა ჩავცვივდეთ, მაგრამ ვფიქრობ, გვეჩქარება. ვფიქრობ, გვეჩქარება სამი წელია, მაგრამ ახლა უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან რუსეთი და პუტინი არა მხოლოდ უკრაინას უქმნიან საფრთხეს, არამედ ყველა ჩვენგანს და უნდა შეგვეძლოს ჩვენი თავის დაცვა. უკრაინის შესახებ ჩემი მოსაზრება ახლა იგივეა, რაც სამი წლის განმავლობაშია. მან ეს ომი უნდა მოიგოს. თუ ჩვენ რუსეთს ომში გამარჯვების საშუალებას მივცემთ, ვწუხვარ, რომ პირდაპირ უნდა გითხრათ, მაგრამ ის გააგრძელებს და ისინი გააგრძელებენ და შესაძლოა, ჩვენ მათ უკეთესი სიტუაციაც კი მივცეთ, ვიდრე ახლაა, რადგან თუ ამ ომს ახლა დავასრულებთ, გარკვეული სახის გაყინული კონფლიქტით, ცეცხლის შეწყვეტით, ეს რუსეთს დაბრუნების, მეტი თანხისა და ხალხის მობილიზების და შესაძლოა, ევროპაში სხვა ქვეყანაზე თავდასხმის შესაძლებლობასაც კი მისცემს“, - აცხადებს მეტე ფრედერიქსენი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე