„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ჩვენს სახლთან თავს დაგვესხა ერთი ადამიანი - ქრისტის მუცელში მიარტყა ფეხები, მე ხელი ცხვირში ჩამარტყა, ცხვირი მაქვს გატეხილი

„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტი პირველი არ გამორიცხავს, რომ მასსა და მაღაზიის მეორე დამფუძნებელზე თავდასხმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.

„დიღმის მასივში მოხდა, „მაგნიტის" ტერიტორიაზე. კამერები ამოღებულია. მას მისცეს გაქცევის საშუალება. ვეუბნებოდით, რომ პოლიციაში დარეკილი გვაქვს, არსად არ წახვიდე და ეს ბიჭი გააქციეს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლებოდა დაგეგმილი ყოფილიყო. რაც აქციები დაიწყო, 28 ნოემბრიდან, მოქალაქეებს ვეხმარებით უფასო ყავა - ჩაით, იქამდე მედიკამენტებითაც. არ შეგვიწყვეტია. წინა დღით დავდეთ პოსტი და გუშინ მოხდა ეს ამბავი“, - განაცხად კრისტი პირველმა.

ამასთან, როგორც „კრაბ კოფის“ მეორე მეპატრონე აცხადებს, მას ცხვირი აქვს გატეხილი და ოპერაცია ესაჭიროება.

„ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი, თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან, ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს. ერთი ადამიანი იყო, ჩვენ მიმართ დაიწყო გინება. ვიდექით 10 მეტრში, შორიდან დაიწყო ამ ყველაფრის ყვირილი. ჯერ ქრისტი მივიდა პირველი. ის ახტა და მუცელში მიარტყა ფეხები. მე რომ დავინახე, მივედი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით ცხვირში ჩამარტყა. ცხვირი მაქვს გატეხილი. ოპერაცია დღესაა“, - აცხადებს „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონე.

შსს - ს ინფორმაციით კი, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს