საია - დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა გაიმართება, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა გაიმართება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, თუმცა, საქმეში არაა წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

„მის წინააღმდეგ პოლიციას შედგენილი აქვს ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს