ლიბერთი Bank of New York Mellon Corporation-ის პარტნიორი გახდა

ლიბერთი ბანკი, საკორესპონდენტო ქსელის გაფართოების და საერთაშორისო გადარიცხვების მომხმარებლისთვის გამარტივების მიზნით, ახალ პარტნიორობას Bank of New York Mellon-თან იწყებს.

წამყვან ამერიკულ ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ლიბერთი თავის მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს შორის აშშ დოლარში გადარიცხვებსა და ჩარიცხვების კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტური გზით შესთავაზებს.

დოლარის გადარიცხვებისა და ჩარიცხვებისთვის საჭირო განახლებული რეკვიზიტები უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბიზნეს, ასევე ფიზიკური პირების ინტერნეტ და მობაილ ბანკში ან ლიბერთის ფილიალებში.

“Bank of New York Mellon მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციაა საკორესპონდენტო ქსელის ბაზარზე, ხოლო მასთან თანამშრომლობის დაწყება, ლიბერთიწარმატების საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. პარტნიორობის ძალაში შესვლამდე, ლიბერთიმ გაიარა მკაცრი შეფასების პროცესი, რომელიც სხვადასხვა ფინანსური კრიტერიუმის გარდა, სანდოობის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობდა. მადლობა ლიბერთის გუნდის თითოეულ წევრს, რომლებსაც გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ ჩვენი ბანკის, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის მუდმივ განვითარებაში და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისების შეთავაზებაში” - ვახტანგ ბაბუნაშვილი, ფინანსური დირექტორი

The Bank of New York Mellon Corporation ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. კომპანია 2007 წელს დაარსდა The Bank of New York-ისა და Mellon Financial Corporation-ის გაერთიანების შედეგად და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორატიულ ბანკს მსოფლიოში. BNY Mellon სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელ მსოფლიოში. 2024 წლის მონაცემებით, ის აშშ-ის 13-ე და მსოფლიოს 83-ე უდიდესი ბანკია აქტივების მოცულობის მიხედვით.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო