ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული

ქალაქ კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე უცხოელი მოხალისეების ჯგუფი განთავსდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სასტუმროში განთავსდნენ ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოხალისეები - უკრაინის, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. ისინი გადარჩნენ, რადგან დროულად მოახერხეს ოთახებიდან გადმოსვლა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

"სამწუხაროდ, ამ დარტყმას ოთხი ადამიანი შეეწირა. ჯამში 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თავდასხმის ადგილზე მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური აგრძელებს.

„იმისთვის, რომ ეს ომი და ტერორი შეჩერდეს, რუსეთზე ზეწოლის დაპაუზება არ შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს