„თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ წარწერით ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ბანერი წარადგინა

„თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - ამ წარწერით ბანერი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლოში წარადგინა.

უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულ ბანერზე წარწერა მოსამართლემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ უკან ხელმოწერები ჰქონდა.

როგორც ირკვევა, ავსაჯანიშვილმა ბანერი სასამართლოს და მოსამართლეს კანცელარიის მეშვეობით მიაწოდა.

ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ მხარეს განცხადება ნებისმიერ დროს შეუძლია დაწეროს.

მისი განმარტებით, ეს ბანერი როგორც მტკიცებულება ისე არ მიუტანია, მან ეს დოკუმენტი დანართის სახით, კანცელარიის მეშვეობით შეიტანა სასამართლოში. ამასთან, ავსაჯანიშვილის თქმით, ფურცლის ფორმატი კანონით არაა განსაზღვრული. შესაბამისად, მან ეს დანართი ამ ფორმატით მიიტანა.

ბრალდების მხარის თქმით, დაცვის მხარე ვალდებული იყო, ეს ინფორმაცია მათთვისაც გადაეცა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება