ანტონიო კოსტა - ჩვენ აქ ვართ, რათა უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მხარი დავუჭიროთ

ჩვენ აქ ვართ, რათა უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მხარი დავუჭიროთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა „გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და თავიანთი დაპირებები უნდა შეასრულონ“.

„ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად ახლაც და მომავალშიც, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტია და რაც მთავარია, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანასთან ერთად“, - განაცხადა კოსტამ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახლა „გარდამტეხი მომენტია“.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს ევროპისთვის გარდამტეხი მომენტია და უკრაინა, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, გარდატეხის წერტილია. ევროპა აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ ევროპას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი