გიტანას ნაუსედა - უკრაინა საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ჩვენთვის ძვირფას დროს, ძალიან უპასუხისმგებლობა იქნება ამ დროის გაფლანგვა

არ არის საჭირო ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა მაშინ, როცა უკრაინა საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ჩვენთვის ძვირფას დროს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ძალიან უპასუხისმგებლობა იქნება ამ დროის გაფლანგვა და ხანგრძლივი დისკუსიების გამართვა მკაფიო შედეგის გარეშე“, - აღნიშნა ნაუსედამ.

მისი თქმით, საჭიროა მოქნილი მიდგომა ფისკალური დეფიციტის წესებში თავდაცვის ხარჯების მიმართ და მეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

საფრანგეთის ბირთვული ქოლგის გაფართოების შესახებ მაკრონის იდეის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ნაუსედამ უპასუხა: „ნამდვილად, ძალიან სერიოზული შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მიმართ“.

ამასთან, ნაუსედას თქმით, საჭიროა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პირობითი თარიღის განსაზღვრა. მისი განმარტებით, ეს არ იქნება სამართლებრივი განსაზღვრა, მაგრამ იქნება პოლიტიკური ვალდებულება უკრაინის მიმართ გაწევრიანების „გზის დასახვით და მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპების გაგზავნით“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი